ოღონდ მართლა

დავიღალე.

ოღონდ მართლა, ოღონდ მართლა.

მომწყინდი დღეო, მომწყინდი ისე ძალიან. 

მინდა სულ ასე – თავქვე ჩემს საწოლზე, ბალიშში თაქვჩარგულს, ჩუმად, სიჩუმეში.

გარშემო მკრთალი სინათლე და სიცარიელე.

არავინ ჩემთან – სამყარო აღარ მატყუებს, ტყუილი იმედები..

ვითომები, ვითომ ადამიანები|მეგობრები|ახლობლები|მოსიყვარულეები|ჩემიანები|ვითომები სულ.. ყოველთვის გარშემო იტყუებიან, ჩემები რომ მგონია-ხოლმე და მერე ვხვდები რომ გაცემული სითბოთი სხეული მეყინება. მე არავინ მათბობს, მე არავინ მიცავს არაფრისგან.

ხანდახან ისე მინდება უბრალოდ ასე წოლა, სიცარიელეც, ყელში გაჩხერილი ეს ბურთიც, უკვე ორი დღეა რომ ვერ გადამიყლაპავს.

ავხედავ სარკეს, შორეულია.. ვხედავ ვიღაცას, დაცლილს, ცარიელს, უიმედოს, ბანალურს, ჩვეულებრივს.

უბრალოდ თბილს, ემოციურს, ცრემლიანს, ჩუმს, არამატერიალისტს, არაამქვეყნიურად სიყვარული რომ შეუძლია, ოცნებებში რომ არის ჩაკარგული, ჩახუტება ყველაფერზე დიდ საჩუქრად მიაჩნია, მზის სითბო  - ყველაზე ახლობლად, მუსიკა – მთელ ცხოვრებად.

მინდება ტირილი – ცუდად ვარ. მართლა. ყველაფრის მიუხედავად მარტო დავრჩი. გამარჯვებული მარტოა. 

სცენაზე – ტაში, კულისებში – ღიმილი, საგრიმიოროში – ჩამოშორებული ნიღაბი და მე – ცარიელი.

მინდება ტირილი – ცუდად ვარ, მართლა. ვერ ვიტირებ, არ მეტირება, ვერ ვიტირებ.

ვდგები. მივდივარ, მივდივარ. მივდივარ აქაურობიდან. ვცდილობ მოვიშორო ეს ყველაფერი და ჩემი ნიღაბიც უკვე რეალურს ემგვანება. სახეზე ვიკრავ ღიმილს, ვიმშრალებ არწამოსულ ცრემლებს, ვიხსენებ ყველაფერს, რაც ოდესმე კარგი მომხდარა და მივდივარ.

მიყურებს სამყარო თვალებში. ეს გამოცდაა. 

მე ყოველთვის ვიმარჯვებ, გამარჯვებული კი, ყოველთვის მარტოა.

Leave a Comment

Filed under Uncategorized

ჩემი გოგონა

ხადახან ისე მინდება მოვიდე და..

ჩუმი აზრები და მეტი არაფერია. არადა გიყურებ თვალებანთებულს – დახუჭული თვალებით. გიყურებ გაცისკროვნებულს. გიყურებ უჩვეულოს. როგორი ხარ..

მინდება მოვიდე და .. ისე მინდება, თავს ძლივს ვიკავებ.

ოცნებები ცისარტყელებად ირეკლებიან – ცაში, სარკეში. ავხედავ, დაგინახავ ისევ შენ. ის ხომ მთელს სამყაროს აირეკლავენ, აგირეკლავენ შენც, , მინდება თვალების გასწორება თვალებში, მაგრამ შუქი შენი მომჭრის თვალებს, მერე შემრცხვება, თუ როგორი ვარ, ჩემი სისუსტის შემრცვება რომ ვერ მოვდივარ ახლოს და თავს დავხრი.

ხანდახან კი, ხანდახან ისე მომინდება ახლოს მოსვლა.. და..

მოდი, მოვიხსნი ნიღაბს, სახეს რეალურობით დავიბან და დაგენახვები.

დაგენახვები მთელი სიცხადით. დამინახავ მე, რეალურს, შენსას, ისე ძალიან რომ მოუნდება ხოლმე ახლოს მოსვლა და..

ჩაგეხუტები და გეტყვი, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ხარ.

მინდა გიყურო თვალებდახუჭულმა. სულ და მუდმივად. შენ ისეთი ხარ.. ბუნებრივი, ჩვეულებრივი, ნამდვილი. არაამქვეყნიური, ჩემს რეალობაში რომ ვერ შემოაბიჯებს, იმიტომ რომ მე ოცნებებით ვცხოვრობ, ნათელ ცაზე და მზიან მომავალზე. შენ მხოლოდ ხვალისთვის ზრუნავ.

ჩამომჯდარი ხარ ჩემი სკოლის გალავანთან. სახე გაქვს დათხუპნული, მოშავო, ჭუჭყიანი. არ გეხათრება ყოველ შუადღეს ფული მომთხოვო და ხვალინდელი დღის პური ასე იყიდო. არ მოგეხათრება ჩემი, რადგან უასაკო ხარ, რადგან დედაც შენი ასეთი იყო.

არადა გაქვს ისეთი, ისეთი წყლიანი ცისფერი თვალები.. ისეთი ბუნებრივი სახე, ისეთი ლამაზი ნაწნავები, გაწეწილი თმა..

შენთან მინდა. მხოლოდ ოცნება ხვალინდელ დღეზე. თხოვნა მხოლოდ არსებობისა ამ სამყაროსთვის. შენ ახლა მეტი არაფერი გჭირდება. არც დამჭირდებოდა მე.

ხანდახან, ხანდახან ისე მომინდება ხოლმე, მოვიდე და უბრალოდ ლოყაზე გაკოცო. 

*

პ.ს.

პოსტი უბრალოდ შემომეწერა. არასდროს მიფიქრია ამაზე. უბრალოდ ბოლო დღეებია შევამჩნიე ერთი ძალიან, ძალიან ლამაზი გოგონა, ფულს რომ თხოულობს. ქართველი არ არის. ალბათ ქურთია. ან .. რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ ბუნებრივია, ჩვეულებრივი და  საერთოდ არ აწუხებს ხვალ იქნება თუ არა რომელიმე უფუნქციო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი და არც ბუნების დამცველთა რიგებს შეუერთდება.

იცხოვრებს უბრალო, ჩვენთვის კი უჩვეულო სიცოცხლით. მაოცებს.

Leave a Comment

Filed under Uncategorized

შენ

გამარჯობა საყვარელო.

მე ვიცი, როგორ ეძებ ახლა სიტყვებს და როგორ ცდილობ მოიკრიბო მთელი გონება, მთელი სიმშვიდე და წყნარად წერო.

მე ვიცი ,როგორ გიჭირს ეს ყველაფერი. მე ვიცი როგორ არ გინდა ხვალ სახლიდან გასვლა.

მე ვიცი, როგორ გიჭირს სუნთქვა და ერთადერთი რაც მართლა გინდა, წოლა და ძილია. ძილი დიდი ხნით, ისე რომ დაისვენო, იგრძნო, ყველაფერმა ჩაიარა უკვე.

მე ვიცი, როგორ გინდა ახლა ასე არ გწყინდეს ეს ყველაფერი შენს გარშემო. მე ვიცი, როგორ ცდილობ გაექცე ყველაფერ ცუდს. მე ვიცი, როგორ გინდა ხედავდე მარტო კარგს.

მე ვიცი, როგორ გინდება ხოლმე ხანდახან სითბო. უბრალო სითბო, უბრალო ჩახუტება. თვალებს დახუჭავ და იგრძნობ, ღირდა სიცოცხლე, ალბათ, ღირდა..

მე ვიცი, როგორ ელოდბი ხოლმე. ელოდები ხოლმე გულის წასვლამდე. მის ერთ სიტყვას ელოდები. მის ერთ თხოვნაზე შეგეძლება  გააკეთო ყველაფერი. 

მე ვიცი, როგორ ივიწყებ ყველაფერს საწყენს. როგორ ივიწყებ ბრაზს. როგორ მარტივად ურიგდები სხვებს და როგორ მარტივად გამოგდის იყო ბედნიერი.

მე ისიც ვიცი, როგორ ეძებ ხოლმე რითმებს და როგორ წვალობ, როცა სხვის ნიჭს ხედავ. არ გშურს, უბრალოდ გტკივა უნიჭობა.

ვხედავ ხოლმე, ცრემლები რომ გადგება, ყელში გაჩხერილ ბურთს რომ ყლაპავ ხოლმე..

მესმის ხოლმე, შენი ფიქრები, ლამის რომ ყვირიხარ მინდა ჩემიანიო.

ვგრძნობ ხოლმე შენს შიშნარევ თვალებს. ვგრძნობ ხოლმე შენს არითმიას. ვგრძნობ ხოლმე შენს მოლოდინს. და იმედგაცრუებასაც.

ყველაზე ლამაზი სიხარული გაქვს –  ნამდვილი გრძნობა. ნამდვილი ბედნიერება. და ყველაზე უმიზეზო, ხანდახან უმარტივესი მიზეზით გამოწვეული. შენი უეცარი აფორიაქება და ღიმილი პიზე.

ყველაზე მძაფრი მარტოობაა. მარტო ყოფნისას. უფრო მეტად კი, სხვებთან ყოფნისას – სულ, სულ მარტო რომ ხარ ხოლმე. ისე შეიკუმშება შენი გული, ისე დაპატარავდები.. ნეკნები დაიჭრს გვამს, ტკივილმა რომ არ შეიწოვოს მთელი სხეული.

ყველაზე დიდებული იმედებია. იმედები ახლის. მოლოდინები.

ყველაზე საშინელი იმედგაცრუებაა. კოშკების თანდათანობით ნგრევა. სრული განადგურება რაღაცის, შენის..

ყველაზე ნამდვილი სიზმრებია და გამოღვიძება. უეცარი დეჟა-ვუ ხანდახან. უეცარი გახსენება სიზმრის.

ყველაზე ირეალური სამყაროა შენს გარშემო და ყოველი დღე. 

დღეს გუშინდელით ტირი. ხვალ იტირებ დღევანდელისთვის.. მე ესეც ვიცი. მოგენატრება ყოველი წუთი, ყოველი გაელვება მზის სხივის შენს გარშემო. მერე რა, თუ შენთან არაა, მერე რა, თუ არც ახსოვხარ და არც გაგიხსენებს, მერე რა, თუკი შენც მიგავიწყდა ყველაფერი და ამაზე დარდობ.. ალბათ დამთავრდა. ვიცი, რომ ეს დამთავრება გწყინს და თანაც ძალიან.. ხოდა იდარდე, რადგან ადამიანობას ყველაზე მეტად ეს შეგინახავს სულსა და სხეულში.

მე გიცნობ შენ, საყვარელო, ვიცი როგორ ხარ. მე ვიცი, საყვარელო, როგორი ხარ. ხოდა, ნუ შეიცვლები.

გეყოფა მზის სითბო, დამიჯერე გეყოფა.

 

Leave a Comment

Filed under Uncategorized

17

სულ ცოტა ხანია გავხდი 17ის.

მოკლედ, დაბადების დღე 26 აპრილს მაქვს, არ ვიცი იცით თუ არა ვინმემ.. ხოდა, ახლა უკვე დიდი გოგო ვარ – მომემატა კიდევ ერთი წელი და შევსრულდი საოცნებო ასაკის.

სიმართლე გითხრათ, სიამოვენბით დავრჩებოდი forever 17.  საოცარი გრძნობა რაღაცით, ზუსტად არ ვიცი რით.

ბავშვობაში რომ ვთამაშობდი, მაქსიმალურ ასაკად, რაც ოდესმე დამისახელებია, 16 იყო.. ვერასდროს წარმომედგინა, რომ გავხდებოდი უფრო მეტის..  საოცარია..

რაღაცნაირად ვარ, თითქოს ჩამოვრჩი. არც მახსოვს როგორ გავიდა ბოლო წლები.. თითქოს ისევ ცამეტის ვარ, თუ თოტხმეტის. მოკლედ, ჩემი საათი გაცილებით ნელა მუშოაბს.

მომავალი წლიდან ალბათ დამეწყება შიში – უკვე ოცს მივუახლოვდები. სრულწლოვანება ცოტაოდენ, მაგრამ მაინც პასუხისმგებლობას მომიტანს. ეს გარეგნულად არც გამოიხატება ალბათ, მაგრამ იმის აღქმა რომ დღითიდღე ვუახლოვდები “დიდობას” რაღაცით მთრგუნავს და მაშინებს. ჯერ ისევ ბავშვი ვარ ბავშვური საქციელითა და აზრებით.

*

რაც შეეხება თვიითონ birthdayს..

მშვენიერი დღე იყო, მასიამოვნა. ამ დღეს დაემთხვა სკოლის pan-მარათონი და..

გვაჩვენეს მულტფილმი, ძალიან კარგი იყო. თუ მივაგენი, შემდეგ დავდებ კიდეც. სიუჟეტი მარტივი – მამა და შვილი მიდიან ზღვასთან ველოსიპეტებით. მამა ემშვიდობება შვილს, ჯდება ნავში და მიდის. შემდეგ, მუდმივად, წვიმასა და ქარში, სიცხესა და სიცივეში გოგონა მიდის ისევ იქ და ელის.. შემდეგ მიდის უკვე გაზრდილი, მერე ქმართან, მერე შვილებთან ერთად.. მუდმივად ველოსიპეტით..ბოლოს ბერდება. და უკვე მოხუცი როცა ველოსიპედის ბორბლები ისევ  მიიყვანს სანაპიროზე, აღმოჩნდება რომ ზღვა დამშრალა. მოხუცი შედის ლელიანში და პოულობს ნავს – მამამისის ნავს. და წვება ნავში. ახალგაზრდება და მიდის მამასთან. ეხუტებიან.

ვცადე დამეწერა რაღაც. რამდენად გამომივიდა არ ვიცი.. შედეგს შეგატყობინებთ, ასევე ჩანახატსაც გაგიზიარებთ : ))

მტავარი გემო ის იყო, რომ კლასმა სიურპრიზი გამიკეთა და შუა წერისას ტორტითა და სანთლებით შემოცვივდნენ იმდენ ბავშვში :D ყოველ შემთხვევაში მე ძალიან გამიხარდა, ჩემს კლასს მსგავსი რამ ნაკლებად სჩვევია ხოლმე..

საღამოს რამდენიმე მეგობართან ერთად დავაღამე. მშვენიერი იყო.

*

ასე ვთქვათ, ჩემი დაბადების დღისადმი მოძღვნილი იყო საოჯახო ექსკურსია ყაზბეგში.

შევიარეთ ანანურში, შემდეგ გავუყევით გზას გერგეტისა და ლარსისკენ. ულამაზესია.

წარმოიდგინეთ, თოვლის ისევ კარგად დევს მთებზე.. ისეთი ლამაზია.. მართლა რთულია ამის მოყოლა. გერგეტამდე ფეხით ავედი, თანაც გზაზე არ ვიარე და პირდაპირ “ავაჭერი” მთაზე.. დამღლელი და ძალიან სასიამოვნო იყო.

მართლა დამაშტერა იქაურობამ და საოცრად დავისვენე.  არანაირი ხმაური, არანაირი დაძაბულობა. 2200 მეტრზე.. თითქოს ცაში ხარ. ვიწექი და ავცქეროდი ცას.. უაზროდ მეღიმებოდა. თავისუფალი ვიყავი.

სხვათა შორის, ძალიან გამაკვირვა ლარსის მშენებარე ტაძრის ხილვამ – საოცარია, საოცარია, საოცარიააა! ულამაზესი.

დამღლელი და მომქანცველი გზა არაჩვეულებრივად გაილია..

და რადგანაც ყველაფერს ამას სიტყვებით ვერც ავხსნი, სურათებს გახილვებთ :) )

Leave a Comment

Filed under Uncategorized

26 ფურცლიანი გვირილების დღისთვის დაწერილი პოსტი

ვუახლოვდებით ბოლოს.. ორივე ერთად.

ბოლო წერტილი, როცა კიდევ ერთხელ გაიგებ ჩემს ხმას. ბოლო წერტილი, როცა გავიგონებ შენს ხმას.

ბოლო წერტილი.

*

გადაგახარისხე. დაგივიწყე. მოგიშორე მეხსიერებიდან. გაგაქრე.

ახლა 26 ფურცლიანი გვირილის დღე მოდის – ჩვენი დღე. არ დამავიწყდება.. არ დამავიწყდები?

გული ფეთქს, ფეთქს.. 

ხანდახან ავვარდები, ავიჭრები, ავწითლდები.. წამით გული შეისვენებს და მერე ჩავჩუმდები ისევ.. მარტო შენ რომ გამახსენდები, ისე იშვიათად.

შენი ხმა რომ გამახსენდება, ისედაც იშვიათად გაგონილი და დიდი ხნის წინ დავიწყებული.

მე მოგილოცე.. მოგილოცე ის დღე, ერთად რომ დავსხდებით ოდესმე.. ერთად რომ ვუყურებთ გაყინულ ზღვას.. 

შენი ხელები ჩემს ყელზე.. ცივი ხელები.. ჩემი ამოსუნთქვა და შესამჩნევი  ორთქლი ჰაერში. შენი ზღვისფერი თვალები და უკან ზღვა. ჩემი წითელი ტუჩები. ტირილი მინდა.

ჩვენ ორივეს გვეყვარება ზამთარი და ყინვა, მხოლო იმ დღისთვის, მხოლოდ იანვრისთვის, იანვრის ბოლოსთვის..

ახლა შენი ჯერია. გელი. გელი. გელი.

მაინც ბოლო იქნება.. მაინც ველი შენს ხმას. აღიარებას, რომ მართლა ვიყავი იდეალური.

გვირილების დღე მოდის, 26 ფურცლიანი გვირილის დღე – ჩემი და შენი.

2 Comments

Filed under Uncategorized

აგონია

დღეები მხიბლვენ სილამაზით და დრო კი გადის. ცბიერი დღეები.

სიჩუმეში ჩაძირული ბედნიერებას ვუშვერ ხელს და დღეების ნასუფრალით – სიზმრებით ვივსები ..

ყოველ დილას კი მშვენიერება მოაქვს და აპრილის შეგრძნება სულსა და სხეულს თანადროულად აფხიზლებს. მაგრამ ისინი მხოლოდ იტყუებინ, დროებითი მშვენიერება მისი გავიწყებს დროსა და სივრცეს. ის მხოლოდ აბრმავებს თვალებს და ტყუის.

ღონივრად გაშლილი ხელებით ვეგებები ცაზე ნათლად ამოწვერილ მზეს და სხივებს თვალდახუჭული ვაგებები შიშველ მხრებს. 

ისე უცნაურად ვიძირები ზამთრის ტენით დამძიმებულ ჰაერში, ისე უცნაურად ვთბები .. არასდროს მეგონა თუ შესაძლებელი იყო  სიმძიმეს  სიამოვნება მოეტანა. ყოველთვის მეგონა სიმსუბუქე იყო ცხოვრება, ნამდვილი ცხოვრება.

მარტივია ილაპარაკო როცა გღვიძვს. რა რთულია გაიხსსენო რამ მოგიტანა სიმშვიდე. სიზმრების გახსენება რთულია.

რატომღაც მგონია, რომ ორ სამყაროს შორის ვართ გაჭედილები.  ”რეალურში” და “წარმოსახვითში”. ბანალურია. 

და მაინც, რატომღაც მგონია, რომ ამ ორი სამყაროს შორის მანძილი სუსტდება ჩემში და შეიძლება ერთხელაც რომელიმეში საბოლოოდ გადავსახლდე. 

დროებითი, წუთ-წამიერი გაელვებები, დაკარგვები, სადღაც სხვაგან გადარგვა. 

სხვა სათვალე. სხვა ფერები. სხვა აღქმა.

არ გიგრძვნიათ? მგონი კი. მგონი ძილი იმდენადვე რეალურია, რამდენადაც ღვიძილი. უფრო სწორად, რომელი უფრო ნამდვილია, რომელი უფრო სწორია .. კაცმა არ იცის.. კაცმა არ იცის.

თქვენი არ ვიცი, და ოცნების საფარი ყველაზე თბილია, ისევე როგორც ზამთარის დილას საბანი. ყველაზე ახლობლური კი ისაა, რომ მათ ვერავინ ხედავს. ოცნება – ფიქრი, და ყველაფერი მარტივია. შენ მიდიხარ, მიდიხარ, მიდიხარ, ისიც მოდის, მოდის, მოდის.. და ხვდებით. და სხდებით.. და ლაპარაკობთ. შენ ყოველთვის გინდოდა ძველებთან ლაპარაკი, შენიანებთან, მხოლოდ სისხლით თუ ტვინით რომღა გრძნობ.. ჯდები და ელაპარაკები.. და კაცმა არ იცის, მართლა არ იცის, რომელი უფრო რეალურია, შენი ყოველდღიური ყოველდღიურობა თუ მარტივი ენით მათთვის ახსნილი შენი თავი, შენი ფიქრები და წუხილები. მე კი არ მესმის იმ სამყაროს სილამაზე, სადაც ჩემი საუბრები შეორეულებთან სიცილს გამოიწვს. ირეალური მირჩევნია, დიდი მადლობა ყველაფრისთვის ..

უეცარი სიფხიზლე და დედამიწაზე დაბრუნება. ღმერთი კი იმ სამყაროს ნაწილია. იქაა, იქ ვხედავ, იქ ვესაუბრები, იქ ვგრძნობ, ანდაც ვერ ვგრძნობ, მაგრამ იქაა.. იქ მისი სითბო მათბობს და მამშვიდებს. აქ კი ერთადერთად მზე რჩები, შორეული და მიუწვდომელი, და მისი სითბოც კი ასეთი სიშორით ხანდახან ცვდება და მხრების აწითლების გარდა აღარაფერი მოქავს.

მაგრამ ახლა აპრილია, არითმიისა და გამოცოცხლების თვე. აპრილია და ხეები ტოტებს გააფთრებით მაჩეჩებენ სულში.

ყვლაფერი იცვლება ალბათ. ალბათ. დროს იმდენი მიაქვს.. მან წაიღო და წამართვა ბავშვობა და ბავშვობისდროინდენი ყველა მოგონება. ახლა კი ისე მიკვირს მათი აღმოჩენა ჩემს მეხსიერებაში, ხანდახან რომ ამოტივტივდებიან ხოლმე.. ისე მაოცებს მათთვის თვალის შევლება, თითქოს ვიღაც უცნობს ვუყურებდე სარკის მეორე მხარეს. 

აპირილისეული აღტკინებით, აპრილისეული არითმიით, აპრილისეული არეული აზრებით … მეთქვენივარ, მეთქვენი ვარ, მე თქვენი ვარ .

ვკრავ ბარგს. მივყვები მარსის გზას. სიჩუმით, სილამაზით, მარტოობით, მზით.

 

2 Comments

Filed under Uncategorized

უუუცებ!

შენ ხარ ჰაერში იმაზე მეტი, ვიდრე ჰაერია.

შენ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე გონება გაწვდება ამას.

შენ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე ოდესმე შეზლებს ოდესმე ვინმე შეძლებს ამას!

ისინი ვერასდროს შეძლებენ შეგცვალონ…

*
როგორ მინდა რომ ერთ დღეს ვინმესთვის ამის თქმა და შემდეგ მისგანაც ამის მოსმენა შემეძლოს

 

Leave a Comment

Filed under Uncategorized